ქუთაისში #28 საარჩევნო უბანზე ერთით მეტი სარეგისტრაციო ბეჭედი
მიიღეს.
საუბნო სარჩევნო კომისის თავმჯდომარის, ელგუჯა სულაქველიძის
განცხადებით, ერთით მეტი სარეგისტრაციო ბეჭედი 2016 წლის 8 ოქტომბრის
არჩევნებზეც მიიღეს.
"სულ გვყავს 4 რეგისტრატორი. 5 ბეჭედი მოგვივიდა. დავლუქეთ და საღამოს
ჩავაბარეთ. ასე იყო 8ოქტომბრის არჩევნებზეც,"– აცხადებს ელგუჯა
სულაქველიძე.
მისი განმარტებით, 8ოქტომბრის არჩევნებზე 10 საათის მონაცემებით #28
საარჩევნო უბანზე 75 ამომრჩეველმა დააფიქსირა არჩევანი, ხოლო დღეს
იგივე საათის მონაცემებით, ხმის მიცემის პროცედურა 37 მათგანმა
გაიარა.
#28 საარჩევნო უბანზე ზედმეტ სარეგისტრაციო ბეჭედთან დაკავშირებით
საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ უბნის თავმჯდომარემ ვერ
გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ყოველ 300 ამომრჩეველზე ერთი
რეგისტრატორია გათვალისწინებული.
"ამ უბანზე რეგსიტრირებულია 1285 ამომრჩეველი, რომელსაც ემატება
სპეცსიაში არსებული ამომრჩევლებიც. რადგან გადააჭარბა ამ რაოდენობას,
მას უფლება ჰქონდა ყოლოდა 5 რეგისტრატორი, მაგრამ რადგან მან ჩათვალა,
რომ 5 რეგისტრატორი აღარ იყო საჭირო, ეს პრობლემა არ არსებობს. მას
შეუძლია ეს ბეჭედი დალუქოს და ამომრჩეველთა რეგისტრაცია ჩვეულებრივ
გაგრძელდება 4 რეგისტრატორის მიერ. ეს დიდი დარღვევა არაა და
კენჭისყრის პროცესის ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის," – აცხადებს #59
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი.
ქუთაისში სულ 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 129 საარჩევნო
უბანია.
10 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა 7 293 ამომრჩეველმა მიიღო, რაც
საერთო რაოდენობის 4,51 % შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები