ქუთაისი #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამორჩეველთა აქტივობის 10
საათიან მონაცემებს ავრცელებენ.
კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ამ
დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 7 293 ამომრჩეველმა მიიღო, რაც
საერთო რაოდენობის 4,51 % შეადგენს.
#59 საოლქო საარჩვენო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ
ამომრჩეველთა აქტოვობა საკმაოდ დაბალია.
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 10 საათისთვის
მონაწილეობა 12 287 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 7,6 %
შეადგენდა.
ავთანდილ ოსეფაიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში
ერთი საჩივარი შევიდა, რაც #112 უბანზე საკონტროლო ფურცლის შეცდომით
შევსებასთანაა დაკავშირებული. მისივე განმარტებით, ამ საკითხზე
კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ.
ქუთაისში სულ 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 129 საარჩევნო
უბანია.
ქვეყნის მასშტაბით არჩევნები 2 229 საარჩევნო უბანზე ტარდება, მათ
შორის, 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა
საერთო რაოდენობა 2 478 042 შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები