ქუთაისის # 59-ე ოლქის 86-ე უბანზე კომისიის მდივანმა საკონტროლო
ფურცელი დარღვევით შეავსო.
ფაქტი არასამთავრობო ორგანიზაცია "საიას" დამკვირვებელმა დააფიქსირა.
მერი ჩაჩავას თქმით, მდივანმა საკონტროლო ფურცელზე ამომრჩევლის
რეგისტრაციის ადგილი და პირადი ნომერი არ მიუთითა.
"საკონტროლო ფურცელი არ იყო ბოლომდე შევსებული, თუმცა, მდივანმა
განაცხადა, რომ მექანიკური შეცდომა დაუშვა, რის გამოც მხოლოდ შენიშვნა
მივუთითე ჩანაწერთა წიგში",-ამბობს მერი ჩაჩავა.
"ვაღიარებ, რომ მექანიკურად შემეშალა. ვეღარ მოვასწარი ბოლომდე
შევსება ისე ჩააგდო ამომრჩეველმა ყუთში",-განაცხადა კომისის მდივანმა
სოფო ნიჟარაძემ.
საქართველოს მასშტაბით არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში
მიმდინარეობს.
ამ დროისთვის არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, რომელიც მიმდინარე
წლის 8 ოქტომბერს გაიმართა, ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა
ფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები