საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ქუთაისში ყველა საარჩევნო
უბანი 08:00 საათზე გაიხსნა.
ქუთაისის #59 საოქლო სარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე
რაიმე პროცედურულ დარღვევას ადგილი არ აქვს და ხმის მიცემის პროცედურა
მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ქალაქში სულ 129 საარჩევნო უბანია. აქედან, ერთი სპეცუბანია.
მეორე ტური ქვეყნის მასშტაბით 50 ოლქში მიმდინაროებს, მათ შორის
ქუთაისის სამივე ( #47, 48, 49) საარჩევნო ოლქში.
მასალის გამოყენების პირობები