ქუთაისში ქართული ჰოკეის ერთ–ერთი ფუძემდებლის, ცნობილი
მწვრთნელისა და მსაჯის, სპორტის დამსახურებული მუშაკის თეიმურაზ
არჩაიას სახელობის ჰოკეის ტურნირი გაიხსნა.
ღონისძიება ყოფილი ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში
მიმდინარეობს.
ტურნიში, საქართველოს ჰოკეისტთა გუნდებთან ერთად, სომხეთის "რაზდანის"
ვაჟთა და გოგონათა გუნდები მიიღებენ მონაწილებას.
"ტურნირი არის ტრადიციული. 2000 წელს დაბადებულთა ასაკობრივ ჯგუფში
მოასპარეზე გუნდები შეეჯიბრებიან ერთამანეთს," – განაცხადა
საქართველოს ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტმა, ავთანდილ თევდორაძე.
"მე უკვე დიდი ხანია მონაწილეობას ვიღებ მსგავს ტურნირებში და
ვფიქრობ, დიდი შანსები გვაქვს," - განაცხადა ქუთაისის ჰოკეისტ
გოგონათა გუნდის წევრმა, ლილი ჩენებსკაიამ.
ქუთაისში ჰოკეის ტურნირი მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს დასრულდება.
You will definitely like it
exporntoons.net porn of various genres!
მასალის გამოყენების პირობები