ახალი ამბები
ინტერვენციული ცენტრის პასუხი ქუთაისში გარდაცვლილი გოგონას საქმეზე
FaceBook
ქუთაისში საკეისრო კვეთის შემდგომ ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების მიზეზებზე ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ამ დრომდე არ საუბრობენ.

მიუხედავად იმისა, რომ "ქუთაისიპოსტმა" შეასრულა კლინიკის მოთხოვნა, წარედგინა მათთვის ოჯახის წევრების წერილობითი თანხობა მიგვეღო დეტალური ინფორმაცია, დირექრტორმა ანჟელა ორჯონიკიძემ განაცხადა, რომ ორშაბათამდე გარდაცვალების მიზეზებზე ვერ ისაუბრებენ.

"ახლა სამუშაო საათები დასრულებულია, ხელწერილი უნდა გაატაროს იურისტმა და შემდგომ მოგცეთ განმარტება," - ამბობს ორჯონიკიძე.

ქუთაისში მცხოვრები 23 წლის ლანა მიქაბერიძე ინტერვენციული მედიცინის ცენტრში 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. პაცინეტი მედიცინის ცენტრში კლინიკა
"ბომონდიდან" 25 ოქრომბერს გადაიყვანეს, სადაც მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები კლინიკის ქირურგს ადანაშაულებენ.

"ზუსტად ვერ განგვიმარტეს, რატომ გართულდა ლანას მდგომარეობა. გვეუბნებოდნენ, რომ ხუთი წლის წინ ცუდად გაკეთებული საკეისრო კვეთის გამო შეიქმნა პრობლემა, თუმცა არსებობს კვლევები, სადაც სჩანს, რომ ლანა ჯანმრთელი იყო. ვეჭვობთ, "ბომონდში" ვეღარ შველოდნენ და ამიტომ გადაიყვანეს ინტერვენციულში, თუმცა ლანა უკვე უგონოდ იყო," - ამბობს გარდაცვლილის ბებია ქუთაისიპოსტთან საუბარში.

თავად ქირურგი გოგონას გარდაცვალებაში საკუთარ ბრალეულობას არ ადასტურებს.

"ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას მივმართეთ, სისხლდენა გავაჩერეთ, თუმცა პაციენტი საჭიროებდა ხელოვნურ სუნთქვით მართვას, ჩვენ არ გვაქვს ოფიციალურად რეანიმაციული განყოფილება, რის გამოც ის გადავივყანეთ ინტერვენციულში. პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა მის გარდაცვალებას არ ველოდებოდით არანაირად," –ამბობს მამუკა მიქაძე.

23 წლის ლანა მიქაბერიძეს მეუღლე და ორი შვილი, 5 წლის ბიჭი და ახალშობილი გოგონა დარჩა.

ახალშობილი ამ დრომდე კლინიკა "ბომონდში" რჩება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლანა მიქაბერიძეს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116–ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცლის მოსპობას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

ქუთაისში საკეისრო კვეთის შემდგომ ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.