ცენტრალური საარჩევნო კომისია 2016 წლის 30 ოქტომბრის არჩევნებისთვის
2 226 600 ბიულეტენს ბეჭდავს.
ბიულეტენები სომხურ-ქართულ, აზერბაიჯანულ-ქართულ და
სომხურ-ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე დაიბეჭდება.
თვითმმართველი ქალაქის მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის 14
000 ბიულეტენი უნდა დაიბეჭდოს, თვითმმართველი თემების გამგებლების
რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის - 133 050, ხოლო ლაგოდეხისა და
სენაკის საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის 4200 ბიულეტენი.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოს 50 ოლქში ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები