ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს სხდომაზე მოსახლეობას
"ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების
მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, მოსახლეობამ ისეთი მაჟორიტარები უნდა აირჩიოს, ვისაც
შანსი აქვს, რომ ქალაქს განვითარებაში დაეხმაროს და არა ისინი, ვინც,
ხელისუფლებასთან ოპოზიციაში ყოფნის გამო, ქალაქისთვის არაფერს არ ან
ვერ გააკეთებს.
"რთული გამოსაცნობი არ არის, რომ მე მხარს ვუჭერ იმ გუნდის
კანდიდატებს, რომელსაც წარმოვადგენ. ამ ქალაქს მომდვნო 4 წლის
განმავლობაში სჭირდება ისეთი მაჟორიტარები, რომლებიც დაეხმარებიან
ქალაქს განვითარებაში, შეიმუშავებენ ქალაქისთვის ინიციატივებს და
ექნებათ მათი პარლამენტში გატანის ძალა.
ის მაჟორიტარები გვჭირდება, რომლებიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან
ურთიერთობის თვალსაზრისით კიდევ ურო გამაძლიერებენ და უფრო მეტი
დაფინანსების მოპოვებაში დაგვეხმარებიან. აი ასეთი მაჟორიტარები
სჭირდება ქალაქს და არა ისეთები, რომლებმაც თვიდანვე იციან, რომ რომ
ოპოზიციაში იქნებიან, იციან, რომ ერთი თეთრის საქმეს ვერ გაუკეთებენ 4
წლის განმავლობაში ქალაქს.
ამ თვალსაზრისით მივმართავ მოსახლეობას - ავირჩიოთ ის, ვისაც თეორიული
და პრაქტიკული შესაძლებლობები აქვს იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი წინ
წაწიოს და არ ავირჩიოთ ის, ვინც ვიცით, რომ 4 წლის განმავლობაში ან არ
გააკეთებს, ან ვერ, გამომდინარე იქედან, რომ ის არ იქნება გუნდის
წევრი",-განაცხადა მურღულიამ.
საკრებულოს სხდომაზე, მეორე ტურში "ქართული ოცნების"
კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოსახლეობას საკრებულოს დეპუტატებმაც
მოუწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები