მედიისა და სამოქალაქო სექტორის წევრები პარლამენტის ქუთაისში
დარჩენას ითხოვენ
ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები
მომავალ დეპუტატებს, რომლებიც ახალი მოწვევის პარლამენტში
შეიკრიბებიან, მოუწოდებენ მხარი არ დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებას,
რომელიც პარლამენტის თბილისში გადატანას გულისხმობს.
"ქუთაისმა უნდა შეინარჩუნოს საპარლამენტო სტატუსი, აქ ცხოვრობენ
ადამიანები რომლებსაც ხმამაღალი პოზიცია აქვთ, რომ პარლამენტი
ქუთაისში უნდა დარჩეს," - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "თაობათა
დიალოგის," გენერალური მდივანი გვანცა თოთაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პარლამენტის
ქუთაისიდან თბილისში გადატანით ქალაქი ვერ განვითარდება.
"ქუთაისის ხსნა არის მის საპარლამენტო სტატუსში, ამიტომ სამოქალაქო
საზოგადოება პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის წინააღმდეგია, რადგან
თუ ასე მოხდება ქალაქი ჩამორჩება,"– ამბობს "ქუთაისის საინფორმაციო
ცენტრის" ხელმძღვანელი ხვიჩა ვაშაყმაძე
მედიის წარმომადგენლების აზრით, ქუთაისს საუნივერსიტეტო ქალაქად
ქცევის იდეის პარალელურად, საპარლამენტო სტატუსი უნდა დარჩეს.
"ქუთაისისდან პარლამენტის გადატანას ქალაქის საგანმანათლებლო სტატუსს
უპირისპირებენ, ეს ძალიან კარგია, რომ ქალაქგარეთ აშენდება
უნივერსიტეტი, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ სანაცვლოდ პარლამენტი
დედაქალაქში გადავიდეს," – აცხადებს ჟურნალისტი ქეთი
ბერძენიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები