ახალი ამბები
ხონის მუნიციპალიტეტში დაკარგულ 60 ტრაქტორს პროკურატურა ეძებს
FaceBook
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 60 ერთეულ ტრაქტორს და მათ  მესაკუთრეებს ეძებენ.
ტექნიკის მეპატრონების მოძიების მიზნით, გამგეობის წარმომადგენლებმა გასული წლის ნოემბერში პროკურატურას მიმართეს.

ამის შესახებ ქუთაისიპოტთან საუბარში ხონის გამგეობის ეკონომიკის, ქონების აღრიცხვისა და მართვის სამსახურის უფროსის, გელა ჩოგოვაძე განმარტავს.

მისი განმარტებით, ტექნიკის დანაკლისის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც, გასულ წელს
ხონის გამგეობის ბალანსზე არსებული ქონების ინვენტარიზაცია ჩატარდა.

გელა ჩოგოვაძის ინფორმაციით, ინვენტარიზაცია მუნიციპალიტეტში 2006 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.

2015 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, როგორც ჩოგოვაძე ამბობს, ტრაქტორები გამგეობის ბალანსზე არის. თუმცა, ისინი ფიზიკურად არ არსებობენ.

"ამიტომაც საჭირო საბუთები მოვამზადეთ და პროკურატურას მივაწოდეთ. რატომ უნდა იყოს ისეთი ტექნიკა გამგეობის ბალანსზე, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს. ასეთი ტექნიკის ჩამოწერა უნდა მოხდეს", - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში გელა ჩოგოვაძე.

მისი თქმით, ტექნიკა, სავარაუდოდ, სიმბოლურ ფასად აქვთ შეძენილი. თუმცა, კონკრეტულად ვინ შეიძინა, ეს საბუთებში არ ჩანს.

ხონის გამგეობის ეკონომიკის, ქონების აღრიცხვისა და მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ მას შემდეგ, რაც პროკურატურის მიერ მოხდება იმის დადგენა თუ ვინ შეიძინა ტექნიკა, მათ ჩამოწერენ.

ხონის გამგეობაში განმარტავენ, რომ გასულ წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის მიხედვით, გარდა ტრაქტორებისა, ასევე, ფიზიკურად არ არსებობს მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული პარკეტის საამქროსა და პურის საცხობის შენობები.

"მოვიკითხეთ ეს შენობები და არაფერი არ იყო და ამიტომაც ამის ჩამოწერა უნდა მოხდეს", - განმარტავენ ხონის გამგეობაში.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.