ქუთაისის საკრებულოში
ერთი თვის წინ გაუქმებული ფრაქცია "მრეწეველები"
ისევ რეგისტრირდება.
ამის შესახებ მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს
სხდომაზე იმსჯელებენ.
"მრეწველების" შემადგენლობაში სამი დეპუტატი ბექა ყანჩელი, ლაშა
გვენეტაძე და ვიქტორ დოლიძე შედიან.
საკრებულოს სხდომაზე ფრაქციის დაშლის შესახებ გადაწყვეტილება, მას
შემდეგ მიიღეს, რაც მისმა ერთ-ერთმა წევრმა, ლაშა გვენატაძემ 2016
წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე "თოფაძე- მრეწველების" პარტიიდან
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდადატად დასახელდა. თუმცა, იმის
გამო, რომ არჩვენების შედეგების მიხედვით, პარალამენტში შესასვლელად
საჭირო არასაკმარისი ხმების მიიღო, მან "ქართული ოცნების" ქუთაისის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიტების მხარდაჭერა
ღიად დააფიქსირა.
ამის გარდა, გვენეტაძემ თავის ამომრჩევლებს "ოცნების" კანდიდატების
მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა 2016 წლის 8
ოქტომბრის არჩევნებზე ქუთაისის #47-ე საარჩევნო ოქლში 910 ხმა
მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები