მალაიზიაში, ქალაქ პენანგში ძალოსნობაში ჭაბუკებს (U17) შორის
მსოფლიოს პირველობა დასრულდა.
94 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ირაკლი ჩხეიძემ ატაცში 154 კგ,
აკვრაშიკი 186 კგ. დაიმორჩილა და ორჭიდში მოპოვებული შედეგით - 340
კგ. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები მალაიზიაში 2 სპორტსმენით იყო
წარმოდგენილი. + 94 კგ წონით კატეგორიაში B ჯგუფში გამოვიდა თორნიკე
ტაბატაძე, რომელმაც მე-4 ადგილი დაიკავა.
მსოფლიოს ჩემპიონი ირაკლი ჩხეიძე, ჭაბუკთა ნაკრების წევრებთან ერთად
საქართველოში 26 ოქტომბერს დაბრუნდება.
მასალის გამოყენების პირობები