ქუთაისის #47–ე ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნატო
დანელიამ "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერა გამოუცხადა.
მისი თქმით, ის პოლიტიკაში დარჩენასა და სურვილის შემთხვევაში "ქართულ
ოცნებასთან" თანამშრომლობას აპირებს.
"მე შევხვდი გენადი მარგველაშვილს. გავაცანით ერთმანეთს საკუთარი
გეგმები და ვისაუბრეთ პოლიტიკური საკითხების შესახებ. თუ "ქართულ
ოცნებას" ექნება სურვილი თანამშრომლობის, მე აუცილებლად დავთანხმდები
მათ შემოთავაზებებს და "ქართულ ოცნებას" მხარს დავუჭერ", – განაცხადა
ნატო დანელიამ.
მან ეს განცხადება ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,
ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
ნატო დანელიას განცხადებით, ის პოლიტიკაში რჩება და საქმიანობას
გააგრძელებს.
მან 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 1 311 ხმა
დააგროვა.
მასალის გამოყენების პირობები