CNN Turk-ის უწყებით ანტალიაში, სავაჭრო–სამრეწველო პალატის
შენობასთან არსებულ ავტოსადგომზე აფეთქება მოხდა.
შემთვევის შედეგად შენობის მინები დაიმსხვრა და იქ მყოფი 10 ადამიანი
დაშავდა.
აფეთქება 2016 წლის 25 ოქტომბერს დილის 8:50 სთ–ზე მოხდა.
ტელეკომპანიის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო–სამედიცინო
დახმარება.
აფექთების დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ანტალიის მერის
განცხადებით, ტერაქტის კვალიფიკაციაზე საუბარი ნაადრევია და ამ
საკითხზე ადგილობრივი პოლიცია მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები