მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული "ბაღდათობა"
აღინიშნება.
ორგანიზატორების თქმით, დღესასწაულზე ეთნო კუთხე მოეწყობა, სადაც
მუნიციპალიტეტის სოფლები სხვადასხვა ნამუშევრებს წარმოადგენენ.
"ღონისძიება დაიწყება დილიდან. იქნება წარმოდგენილი ბავშვთა გასართობი
კუთხეები, ასევე, სხვადასხვა ნამუშევრები და სოფლის ნობათი," -
აცხადებენ ბაღდათის გამგეობაში.
სახალხო დღესასწაულზე, ასევე, მოხდება საპატიო ბაღდათლების
დაჯილდოვება და ადგილობრივი კომპოზიტორის, ნუკრი კარკაძის ალბომის
პრეზენტაცია.
ღონისძიებებს კონცერტი დაასრულებს, სადაც მონაწილეობას მომღერლები,
ლაშა ღლონტი, ირმა სოხაძე, ელენე ფოჩხუა და ჯგუფი "ალილო" და სხვა
შემსრულებლები მიიღებენ.
ბაღდათობა ყოველ წელს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანებით
იმართება.
მასალის გამოყენების პირობები