წყალტუბოში, სასტუმრო "პრომეთეს" საკონფერენციო დარბაზში , მარი
კირიაკიდის წიგნის – "მაპატიე სიყვარულისთვის" პრეზენტაცა
გაიმართა.
ღონისძიებას ავტორის მეგობრები, ახლობლები და მკითხველები
ესწრებოდნენ. მათ საკუთარი შთაბეჭდილებები ავტორს ადგილზევე
გაუზიარეს.
"მე, მარი კირიაკიდი მოგითხრობთ ჩემს ფიქრებში დაბადებულ ამბავს,
რომელიც ნაწილობრივ რეალური ცხოვრებიდან ავკრიბე," - წერს ავტორი
წიგნის წინათქმაში.
წიგნში გადმოცემულია ნიკოლასისა და ელის ისტორია, მათი წრფელი,
კეთილი, ჯანსაღი სიყვარული, რომელსაც თან ტკივილი, სევდა, განშორება
და ცხოვრების გაგრძელების ჩვეულებრივი ფინალი მოსდევს.
წიგნი ორი ნაწილისგან შედგება. მისი რედაქტორის, წერეთლის
უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პროფესორის, მზია თადუმაძის
განცხადებით, "მაპატიე სიყვარულისთვის" დაწერილია ახალგაზრდა ქალის
მიერ, რომელიც პირველად შეეჭიდა სიტყვას.
"ავტორს უყვარს შრომა, წერა და აზროვნება. ამ წიგნში არის ავტორის
დამოკიდებულება სიყვარულისადმი, ოჯახისადმი, ბევრი პროტოტიპია მისი
გარემოცვის. მინდა ყველას ვურჩიო წაიკითოს "მაპატიე სიყვარულისთვის".
მე, როგორც რედაქტორი, ვამბობ, რომ მარიამთან მუშაობა ყველაზე
კონფორტული იყო, რადგან თითქმის ყველაფერში წამომყვა," - ამბობს მზია
თადუმაძე.
22 წლის ავტორმა, პრეზენტაციაზე დამსწრეები წიგნით "მაპატიე
სიყვარულისთვის" და საკუთარი ავტოგრაფიით დაასაჩუქრა.
მასალის გამოყენების პირობები