22 ოქტომბერს ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტრო ხელისუფლების, ბიზნესსექტორისა და
დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს სართიჭალის ეროვნულ საშენ
მეურნეობაში შეხვედრას გამართავს.
ღონისძიების ფარგლებში, მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარსაფარი
ხეივანი გაშენდება.ასევე, გაიმართება აუქციონი, სადაც იშვიათი ხის
ჯიშები იქნება გამოტანილი.
რაც შეეხება ქუთაისს, ამ დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივ
თვითმმართველობას აქტივობები დაგეგმილი არ აქვს.
"გამწვანების აქციებს ქუთაისის მერია პერმანენტულად ახორციელებს.
კონკრეტულად დღეს აქცია დაგეგმილი არაა," – განუცხადეს ქუთაისიპოსტს
ქალაქის მერიის პრესსამსახურში.
ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დაამარსებელი
ამერიკელი ბოატანიკოსი და ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი,
სტერლინგ მორტონი გახლდათ.
მასალის გამოყენების პირობები