საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კერძო და საჯარო
სკოლების მე-7-12 კლასების მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს.
მისი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
კონკურსის ფარგლებში სკოლის მოსწავლეება უნდა გადაიღონ ინტერვიუ ან
რეპორტაჟი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება კონკურსანტების მხრიდან
ჯანსაღი კვების, ცხოვრების წესისა და ფიზიკური აღზრდის პოპულარიზაცია,
მავნე ჩვევების დაგმობა.
კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო და ძვირადღირებული
საჩუქრები.
მოსაწავლეებმა ვიდეო რეპორტაჟები განათლების სამინისტროში მიმდინარე
წლის 14 ნოემბრამდე უნდა წარადგონონ.
დაინტერესებული პირებს საკონკურსო პირობების გაცნობა განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ
ვებ–გვერდზე შეუძლიათ.
მასალის გამოყენების პირობები