ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რიგით 36–ე
დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია გაიმართა.
ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას
სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და წერეთლის უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი ორგანიზებით
შედგა.
"ქუთაისში მეექვსედ ვართ. მთავარი და არსებითი თემატიკა სამეცნიერო
მოხსენებია ქართველური დიალექტოლოგიის თემებზე. ქართული ენის
დიალექტები, სვანური და მეგრულ-ჭანური თემების კვლევა მიმდინარეობს",
– ამბობს პროფესორი, გიორგი გოგოლაშვილი.
ყოველწლიური კონფერენცია სხვადასხვა სამეცნიერო და სასწავლო ცენტრებში
მორიგეობით ტარდება.
"ის კავშირები, რომლებიც ტრადიციულად არსებობდა, გაწყვეტილია, რაც
უნივერსიტეტების ავტონომიამ და საერთო სამეცნიერო სისტემის დაშლამ
გამოიწვია. ეს დიალექტოლოგიური კონფერენცია შემაკავშირებელ როლს
თამაშობს. ქუთაისი კი ამის ერთ–ერთი ტრადიციული და თბილი
მასპინძელია," - განაცხადა ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების
ინსტიტუტის დირექტორმა, ავთანდილ არაბულმა.
კონფერენციაში თბილისის, ბათუმის, თელავის, გორისა და ახალციხის
უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძებას სტუდენტები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების
აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.
სამეცნიერო სესია ენისა და ლიტერატურის მიმართულებით ორ სექციად
იმუშავებს.
მასალის გამოყენების პირობები