გარემოს ეროვნული სააგენტოს ექსპრეს-ლაბორატორიამ ქუთაისში, მერიის
შენობის წინ, ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელექტრომაგნიტური
გამოსხივებისა და ხმაურის მონიტორინგი ჩაატარა.
შედეგებით დადგინდა, რომ ქალაქში ხმაურის დონე დასაშვებ ზღვარს, 0,7
დეციბალს აღემატება. ექსპრესლაბორატორიის კვლევის თანახმად, ცენტრალურ
უბანში ხმაურის მაჩვენებელი 0,76–დეციბალია.
ასევე, ქუთაისში მტვრის ნაწილაკებით დაბინძურება მაღალია.
ნიადაგის, წყლისა და ელ.მაგნიტური გამოსხივების შედეგები გარემოს
ეროვნული სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნდება.
"მსგავს ღინისძიებებს ვატარებთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე
იმისთვის, რომ დავადგინოთ რამდენად რთულია ან გაუმჯობებსებული
სიტუაცია გარემოს დაბინძურების კუთხით," - განაცხადა გარემოს ეროვნული
საგენტოს უფროსმა, თამარ ბაგრატიამ.
მონიტორინგს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.
"1 ჰექტრამდე სიმწვანე უკვე შევმატეთ ქალაქს და მომავალშიც
გავაგრძელებთ მსგავს პრევენციებს,"- განაცხადა ქუთაისის მერმა, შოთა
მურღულიამ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ექსპრეს-ლაბორატოორის
მუშაობის სპეციფიკა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტებსაც გააცნეს.
უწყება მომდევნო კვლევას ტყიბულში ჩაატარებს.
მასალის გამოყენების პირობები