აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტოკოლის წესებზე და
ეტიკეტზე ტრენინგები ჩატარდება.
ოფიციალური პირების მიღების პროტოკოლური საკითხები, კოლეგებს შორის
ურთიერთობის, სატელეფონო და ხელძღვანელთა ეტიკეტი, ოფიციალურ მიღებაზე
ქცევის წესები და ჟესტების ენა – ამ საკითხებზე წერეთლის უნივესიტეტის
სტუდენტებისთვის ორი დღის განმავლობაში ტრენინგები
გაიმართება.
აკადემიურ დაწესებულებაში აცხადებენ, რომ მათი ჩატარება
სტუდენტების მაღალი ინტერესის გამო გადაწყვიტეს.
"სასწავლებლის სტუდენტებმა თავად გამოთქვეს სურვილი მეტი ინფორმაცია
ჰქონოდათ ეტიკეტის შესახებ," - აცხადებს ტრენინგის ორგანიზატორი, ვანო
ჟორჟოლიანი.
მისივე განმარტებით, ტრენინგზე დასწრების მსურველთა რაოდენობა
შეზღუდული არ არის.
ეტიკეტის და პროტოკოლის სწავლების მსურველებს რეგიტრაციის გავლა
წერეთლის უნივერსიტეტის #1135 აუდიოტრიაში, 2016 წლის 30 ოქტომბრამდე
შეუძლიათ.
მასალის გამოყენების პირობები