მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს
თასის გათამაშების მეოთხედ ფინალური შეხვედრები გაიმართება.
ქუთაისის "ტორპედო" ვანში, გრიგოლ ნიკოლეიშვილის სახელობის სტადიონზე,
სტუმრად პირველლიგელ "სულორს" დაუპირისპირდება.
შეხვედრა 15 საათზე დაიწყება და მატჩს ხობელი არბიტრი, ჯენერი ხორავა
განსჯის.
ქუთაისის "ტორპედომ" დავით ყიფიანის თასის მერვედფინალურ ეტაპზე
სტუმრად "ოდიში 1919" (3:4) 2016 წლის 21 სექტემბერს დაამარცხა.
რეზი ბურჯანაძე
მასალის გამოყენების პირობები