ახალი ამბები
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ქუთაისში მონუმენტი დააზიანა
FaceBook
ქუთაისში, თამარ მეფის #14–ში არსებული ვასილ ამაშუკელის მონუმენტი დააზიანეს.

შემთხვევა, დაახლოებით, 1 კვირის წინ მოხდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, პირი, რომელმაც მონუმენტი დააზიანა, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მან ძეგლის ფოტოაპარატი დააზიანა. ნივთი, ამჟამად, ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დადგენილია და ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სისხლის სამართლისკოდექსის მიხედვით, ამ დანაშაულის ჩადენის გამო, ბრალდებული პირი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 180 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.