ამერიკული რესტორნების ქსელის "ვენდისის" ერთ-ერთი ფილიალი
ქუთაისში წლის ბოლოსთვის
გაიხსნება.
ამის შესახებ, "ქუთაისიპოტს" რესტორნების ქსელის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუმარტეს, რომლის
დაკევეთითაც ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს.
"
უახლოეს თვეებში აუცილებლად
გავხსნით "ვენდისის" და "დანსკინ დონატსის" რესტორანს.
სამშენებლო სამუშაობი აქტიურად მიმდინარებს. სამუშაობი წლის ბოლომდე
ვერ დასრულდება. " - აცხადებს რესტორნების ქსელის ადმინისტრაციის
წარმომადგენელი, რუსუდან კბილაშვილი.
ამერიკული რესტორნების ქსელის "ვენდისის" ორსართულიანი შენობა,
ქუთაისში პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.
შენებლობას შპს "დიზაინ ბიურო" ახორციელებს "ვისოლ ჯგუფის" დაკვეთით,
რომელთანაც 2012 წელს ცნობილმა ამერიკული რესტორნების ქსელმა გააფორმა
ხელშეკრულება.
მასალის გამოყენების პირობები