ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი
დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო ღონისძიებები იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა ჩაატარეს.
სამართალდამცველებმა 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი
ზ.ს. დააკავეს.
მას პირადი ჩხრეკისას, "ტე-ტე"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 1
მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა აღმოუჩინეს.
შსს–ს ინფორმაციით, დაკავებულმა დანაშაული აღიარა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით
მიდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები