ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "ლოკომოტივი" 3:0 ანგარიშით
დაამარცხა.
უმაღლესი ლიგის "თეთრი ჯგუფის" ტურის ბოლო მატჩი ქუთაისის საფეხბურთო
კლუბის გამარჯვებით დასრულდა.
"ტორპედოელებმა" ამ გამარჯვებით მეოთხე ადგილი მოიპოვეს, ხოლო
"ლოკომოტივი" მესამე ადგილზე.
შეხვედრის პირველ ტაიმში, მე–14 და 33–ე წუთებზე ქუთაისის საფეხბურთო
კლუბის წევრმა, ოლეგ მამასახლისმა ორჯერ პენალტით გაიტანა, მეორე
ნახევარში 64–ე წუთზე "ლოკომიტივის" მცველმა, გიორგი გეთიაშვილმა გოლი
საკუთარ კარში დაარტყა.
მასალის გამოყენების პირობები