სახალხო დღესასწაულის "ჭიათურობა 2016" ღონისძიებები დილიდან
დაიწყო.
ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად სახალხო მსვლელობა
გაიმართა.
მოგვიანებით, ეთერ სამხარაძის სახელობის სკვერში დაგეგმილია
კონცერტი.
დღის 13:00 საათიდან ღონისძიებების ძირითადი ნაწილი ნინოშვილის ქუჩაზე
დაიწყება, სადაც სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრებისა და პროფესიონალთა
გამოფენა "შემოდგომის ზეიმი" გაიმართება.
ასევე, მოეწყობა საესტრადო და სპორტულ-სამეჯლისო ანსამბლების
კონცერტი.
მოგვიანებით, ღონისძიებები თხელიძის ქუჩაზე გადაინაცვლებს, სადაც
ჭიათურის მუნიციპალიტეტების სოფლები თავიანთი კულტურისა და
შემოქმედების ნიმუშებს წარმოადგენენ.
საღამოს 17:00 საათზე ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლები კონცერტს
გამართავენ.
ღონისძიებებს ფოიერვერკი დაასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები