აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობაში
საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით კონფერნციის მთავარი თემა
ამერიკის შესწავლის საკითხები და ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არის.
მათივე თქმით, კონფერნეციის ფარგლებში ამერიკულ ლიტერატურას,
ქართულ-ამერიკული ურთიერთობებს, სოციალურ და ქალთა
საკითხების თემების წარდგენას ორი დღე დაეთმობა.
"მონაწილეობას მიიღებენ, როგორც წერეთლის უნივერსიტეტის, ასევე, შავი
ზღვის და თბილის სახელმწიფო უნივესიტეტების პროფესორ-მასწავლებლები.
გვყავს მომხსენებლები ამერიკის შეერთებული შტატებიდან", - ამბობს
ამერიკის შესწავლის ცენტრის დირექტორი, ია იაშვილი.
ამერიკის მცოდნეობაში მერვე საერთაშორისო კონფერენცია, პროფესორ
ვახტანგ ამაღლობელის სახელობის ამერიკი შესწავლის ცენტრის და ჯონ დოს
პასოსის საქართველოს ასოციაციის ინიციატივით იმართება.
კონფერენცია 15 ოქტომბერს დასრულდება და მასში მონაწილეობას 60-
მდე უცხოელი და ქართველი პროფესორ-მასწავლებელი მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები