ქუთაისის მერიამ, ტურისტული მომსახურების გაუმჯობესების
მიზნით, მობილური აპლიკაციის შესაქმნელად ტენდერი მესამედ
გამოცხადა.
მიმდინარე წლის 1 სექტემბერს გამოცახდებული 7 5000 ლარის ღირებულების
ტენდერი არ შედგა. ხოლო, მეორე შემთხვევაში (მეორედ, 2016
წლის 22 სექტემბერს გამოცხადდა) ტენდერში მონაწილე ორ კომპანიას
შპს "მულტიპასს" და შპს "ემ ფი დი სი" ტექნიკური დოკუმენტაციის
გამო დისკვალიფიკაცია მიეცათ.
აღნიშნული მომსახურების შესყიდვაზე ადგილობრივმა თვითმმართველობამ
მესამედ ტენდერი მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს
გამოაცხადა. სადაც წინადადების მიღება 17 ოქტომბერს დაიწყება და
19-მდე გაგრძელდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მობილური აპლიკაცია უნდა იყოს
თავსებადი IOS და Android სისტემასთან (სხვადასხვა ტიპის Android
მოწყობილობებთან (სმარტფონი, პლანშეტი).
ასევე, აპლიკაციას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გააგზავნოს
შესაბამისი პარამეტრებით requets კონკრეტულ URL-ზე და მიიღოს შედეგები
xml ფორმატში, შემდგომში მოახდინოს მიღებული მონაცემების დამუშავება
და მათი ვიზუალიზაცია აპლიკაციაში.
მერიის მოთხოვნით, მობილური აპლიკაცია ქართულ, რუსულ და
ინგლისურ ენაზე უნდა იყოს.
მასალის გამოყენების პირობები