ქუთაისის მერია, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობებში
წარსადგენად, საინფორმაციო ბროშურების დასამზადებლად ტენდერს
აცხადებს.
ელექტრონული შესყიდვა 10 000 ლარის ღირებულებისაა.
მასში წინადადების მიღება მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს იწყება და 2
ნოემბრამდე გაგრძელდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ
9000 ცალი სხვადასხვა სახის ბროშურა უნდა დაბეჭდოს.
"ბეჭდვის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს HQ (მაღალი ხარისხი)
მოთხოვნებს, ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს და შემსყიდველის
მოთხოვნებს. გამოსაყენებელი მასალებისა და მოწყობილობების ტიპი და
ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ხარისხი, ფაქტურა, ფერი და სხვა)
უნდა შეთანხმდეს
შემსყიდველთან. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი
მასალა არ შეესაბამება აღიარებულ სტანდარტებს და შემსყიდველი
ორგანიზაციის მოთხოვნებს, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით
გამოასწოროს", - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე არ იციან
კონკრეტულად თუ რომელ ქვეყნებში გაიმართება საერთაშორისო
გამოფენა-გაყიდვა.
"ეს არის მომავალი წლისთვის, რომ დაიგეგმება საერთაშოროსო გამოფენა იქ
რომ ჩავიდეთ", - განმარტავენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
მასალის გამოყენების პირობები