ქუთაისის მერია გრიშაშვილის ქუჩის მეორე შესახვევში მდებარე
არასაცხოვრებელ ფართს აუქციონის წესით ყიდის.
ელექტორნულ ვებ-გვერდზე
eauction.ge განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 523.26
კვადრატული მეტრის შენობა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან
ერთად იყიდება.
მიწის ფართობი 2148 კვ. მეტრს შეადგენს.
ქუთაისის მერიამ აუქციონი მიმდინარე წლის 28 სექტემბერს
გამოაცხადა.
მდინარე რიონის სანაპიროზე გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი 395 000
ლარია.
მასალის გამოყენების პირობები