აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის
სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორთან მოლაპარაკებებს ითხოვენ.
ისინი გიორგიღავთაძეს მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს შეხვდებიან.
სტუდენტთა ნაწილი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამოუკიდებლობას
ითხოვს.
როგორც ისინი აცხადებენ, მათ ბაკალავრის დიპლომში პროფესიად არა
ჟურნალისტიკის ნაცვლად, სოციალური მეცნიერებები ჩაეწერებათ, რაც
მათთვის მიუღებელია.
სოციალურ მიმართულებებში ჟურნალისტიკის გარდა, საჯარო მმართველობა და
საერთაშორისო ურთიერთობებიც შედის.
უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებთან მოლაპარაკებაზე თანახმაა.
სტუდენტების განცხადებით, თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება,
საპროტესტო აქციებს აანონსებენ, რომელსაც მათივე თქმით, წერეთლის
უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ჟურნალისტებიც შეუერთდებიან.
მასალის გამოყენების პირობები