ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში, სტუდენტებსა და მოსწავლეებს ნაფიც
მსაჯულთა რეფორმაზე საინფორმაციო ლექცია ჩაუტარდათ.
დისკუსია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "კონსტიტუციური კვლევების
ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა.
ლექციები, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ვილფრედ ლორიელს
უნივერსიტეტის პროფესორ, ნოკოლაი კოვალევთან თანამშრომლობითა და ფონდ
"ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით ხორციელდება.
"მიზანი იყო ნაფიცმსაჯულთა რეფორმაზე გველაპარაკა, რომელიც 5 წელია
საქართველოში მიმდინარეობს და სამწუხაროდ, აღმოვაჩინეთ, რომ
მოქალაქეების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არა აქვს ინფორმაცია ამის შესახებ.
რა ხდება, რატომ ან როგორ მუშაობს ეს სისტემა. ნაფიცმსაჯულთა
ინსტიტუტი ქუთაისში უკვე არსებობს. 6 საქმე უკვე გადაწყვიტა
სასამართლომ ქუთაისში ნაფიცმსაჯულთა მონაწილეობით. ასე რომ, ძალიან
მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება მოქალაქეებმა იცოდნენ, წინააღმდეგ
შემთხვევაში, შეუძლებელია, ამ სისტემამ გამართულად იმუშაოს",– ამბობს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გიორგი
მელაძე.
2017 წლის იანვრიდან, თბილისისა და ქუთაისის გარდა, ნაფიც მსაჯულთა
სასამართლო კიდევ 5 ქალაქში - ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავისა
და გორის რაიონულ სასამართლოებში ამოქმედდება.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოს კონსტიტუცით გათვალისწინებული
ინსტიტუტია, რომელიც საქართველოში 2010 წლიდან მოქმედებს. ამ
პერიოდიდან დღემდე სასამართლომ მათი დახმარებით 22 საქმე
განიხილა.
მასალის გამოყენების პირობები