ახალი ამბები
გია თევდორაძე - თავად განვაცხადე მზაობა ამოვსულიყავი პარტიული სიის ოცეულიდან
FaceBook
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა და "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გია თევდორაძემ, პარტიის სიის ოცეულში მე–19 ადგილიდან 63-ე ადგილზე გადაინაცვალა.
რის გამოც, ის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, საქართველოს პარლამენტში ვერ მოხვდება.

ქუთაისიპოსტთან საუბარში გია თევდორაძე ირწმუნება, რომ მან "ნაციონალური მოძრაობის" პროპორციული სიის ოცეულიდან რიგით 63–ე ადგილზე საკუთარი ნებით გადაინაცვლა.

"მქონდა ასეთი განწყობა და ახლაც მაქვს, რომ თუკი მოვხვდები პარლამენტში, მოვხვდე მხოლო და მხოლოდ ქუთაისელების მიერ მოცემული მანდატის ლეგიტიმაციის პირობებში. ამ პრინციპის განხორცილების გამო, თავად განვაცხადე მზაობა ამოვსულიყავი სიის ოცეულიდან, რომელიც უპირობოდ იყო შესული საქართველოს პარლამენტში. ასე რომ, მთავარი ფსონი გავაკეთე მხოლოდ და მხოლოდ მაჟორიტარ დეპუტატობაზე," - განმარტავს გია თევდორაძე.

რაც შეეხება, მეორე ტურში მონაწილეობაზე, მისი განცხადებით, ეს გუნდის ერთობლივ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს მიიღებს.

გია თევდორაძე 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისის #47 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობაზე იყრიდა კენჭს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან არჩევნებში 6644 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 29,43%-ია.

ქუთაისის #47-ე ოლქში სულ 22 573 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 

ცესკოს მონაცემით, იმის გამო ვერც ერთმა კანდიდატმა ზღვარი ვერ გადალახა ქუთაისის სამივე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური დაინიშნება.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.