ახალი ამბები
ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვის პირველი დღე დაასრულა
FaceBook
ქუთაისის #59-ე საოქლო საარჩევნო კომისიამ  22 საჩივარი განიხილა.


ორი მათგანი  პროცედურული დარღვევის გამო არ განიხილეს, რადგან ავტორებმა საჩივრები საოლქო კომისიაში დაწერეს და არა უბნებზე. "სამართლიანმა არჩევნებმა" კი ერთი საჩივარი თავად მოხსნა, რადგან განხილვის დროს გაირკვა, რომ დარღვევა უბანზევე იყო აღმოფხვრილი.

რამდენიმე უბნის კომისიის თავმჯდომარეებსა და წევრებს შენიშვნა და გაფრთხილება გამოეცხადათ.   საოლქო კომისიის თავმჯდომარის,  ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, საოლქოს  გადაცდომებზე  რეაგირების სხვა მექანიზმი ჯერ-ჯერობით არ გამოუყენებია.

ერთ-ერთი ბოლო საჩივარი, რომელზეც  კომისიამ  იმსჯელა,  #70-ე უბანზე გამოვლენილ  დარღვევას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, საკონტროლო ფურცელი  პირველი ამომრჩევლის ნაცვლად დაკვირვებელმა შეავსო.

საჩივრის განილვამ სხდომაზე ხმაური გამოიწვია. კომისიის წევრთა ნაწილმა მიიჩნია, რომ დარღვევა დამკვირვებელის მიერ იყო პროვოცირებული.

ნაწილის აზრით კი მდივანს საკონტროლო ფურცელი პირადი ნომრისა და რეგისტრაციის მისამართის იდენტიფიცირების გარეშე არ უნდა შეევსო.

მათი თქმით, კომისიის წევრებს ყველა საშუალება ჰქონდათ იმისთვის, რომ სიაში გადაემოწმებიათ იყო თუ არა ხელმომწერი პირი  #70-ე უბნის ამომრჩეველი.

საბოლოოდ  საარჩევნო უბნის  თავმჯდომარეს შენიშვნა გამოეცხადა.

ამით, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვის პირველი დღე დაასრულა.

კომისიაში,  საჩივრების მიღება კიდევ ორი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.