10 ოქტომბერს საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო
ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით ბულაჩაურის "მწვანე
ცენტრში" ღონისძიება გაიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, შეხვედრის მიზანი დარგის
პოპულარიზაცია, თანამშრომლების წახალისება, მეტყევეთა პროფესიული ზრდა
და ახალი კადრების მომზადების ხელშეწყობაა.
ღონისძიებაზე სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
ტყის მცველები დააჯილდოვეს.
საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე 1999 წლიდან აღინიშნება.
მასალის გამოყენების პირობები