ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში 51 წლის მამაკაცის ცხედარი
იპოვეს.
გარდაცვლილი ამავე შახტაში დასაქმებული თემურ კაკაურიძეა. იგი
მინდელის შახტაში სამი თვის წინ დასაქმდა.
შემთხვევა მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, ტყიბულის მინდელის სახელობის
შახტის, მე-6 უბანზე მოხდა.
თემურ კაკაურიძის ცხედარი თანამშრომლებმა დილის 7 საათზე, მორიგეობის
შეცვლის დროს იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე საქმე სისხლის
სამართლის კოდექსის 240–ე მუხლითაა აღძრული, რაც სამთო–სამშენებლო ან
სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს,
რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
შსს–ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ცხედარს გარეგანი დათვალიერების
შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
"დანიშნულია ექსერტიზა, რომლის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი,"
– აცხადებენ შსს–ში.
მასალის გამოყენების პირობები