მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ჭიათურასა და ხარაგეულში გამგებლების
ასარჩევად შუალედური არჩევნები გაიმართა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის
გამგებლად "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ზურაბ
კუპატაძე აირჩიეს. მას მხარი ამომრჩეველთა 51%–მა დაუჭირა.
ჭიათურის გამგებლობისთვის კიდევ 4 კანდიდატი იბრძოდა. მათი ხმები ასე
გადანაწილდა:
მურმან ბარათაშვილი, "უსუფაშვილი–რესპუბლიკელები" – 12,49%
კონსტანტინე ქვარიანი, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – 12,41%
ზურაბ ჩუბინიძე, "ეროვნული ფორუმი" – 12,76%
ზურაბ კაპანაძე, დამოუკიდებელი კანდოდატი – 11,34%
რაც შეეხება ხარაგაულს, აქ გამგებლის პოსტის დასაკავებლად ყველაზე
მეტი ხმა
49,87%, "ქართული
ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა, ნიკოლოზ თოფურიძემ
მიიღო.
ხარაგაულის გამგებლობისთვის კიდევ 5 კანდიდატი იბრძოდა.
მირზა ინასარიძე, "პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის" –
6,4%
თამაზი ლომიძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"– 23,18%
მიხეილ ჭიპაშვილი, "უსუფაშვილი რესპუბლიკელები" – 11,85%
თეიმურაზ ფცქიალაძე, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – 3,09%
უშანგი ბერაძე, "თავისუფალი დემოკრატები" – 5,06%
მასალის გამოყენების პირობები