ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას
განცხადებით, არჩევნების შედეგების დათვლის პროცესში იკვეთება, რომ
მეორე ტურია ბევრ ოლქში იქნება საჭირო.
"ვაკვირდებით საერთო სურათს და საძლოა, ძალიან ბევრ ოლქში გაიმართოს
მეორე ტური",-განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ცესკომ ამ დროისთვის ბოლო მონაცემებიც გამოაქვეყნა.
2344 უბანზე დათვლილი ხმები პარტიებზე შემდეგნაირად გადანაწილდა:
"ქართული ოცნება" -49,92%
"ნაციონალური მოძრაობა" -26, 7%
"პატრიოტთა ალიანსი" -4,88%
"ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები" - 4,13%
"ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველო"- 3,36%
ცესკო საკუთარ გვერდზე უკვე მაჟორიტარული სიის ოქმის შედეგებსაც
ტვირთავს.
მასალის გამოყენების პირობები