ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის მასშტაბით 423 უბნის
მონაცემები გამოაქვეყნა.
პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
შედეგების მიხედვით 53,42%-ით (66642 ხმა) ლიდერობს პარტია "ქართული
ოცნება".
24,69% (30807 ხმა) მიიღო "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ".
მესამე ადგილზეა "პარტიოტთა ალიანსი" 4,66%-ით (5812 ხმა).
4,24% -ის (5286 ხმა) აღება შეძლო "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო
ხალხისთვის".
ხოლო, "ირაკლი ალასანია- თავისუფალმა დემოკრატებმა" 3,21% (3999 ხმა)
მიიღეს.
ცესკომ კიდევ 3279 უბნის შედეგები უნდა დაითვალოს.
საქართველოს მასშტაბით სულ 3702 საარჩევნო უბანია გახსნილი.
მასალის გამოყენების პირობები