ქუთაისის # 90-ე საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის დროს დაპირისპირება
მოხდა.
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის,
გიგი წერეთლის განცხადებით, იგი უბანთან იმყოფებოდა, როდესაც მისთვის
გაუგებარ ვითარებაში, უცხო პირებმა ფიზიკური დაპირისპირება
დაიწყეს.
უბანზე მომხდარი ინცინდენტის დროს უცხო პირები ჟურნალისტებსაც
დაუპირისპირდნენ.
გიგი წერეთლის თქმით, კონფლიქტი წინასწარ იყო დაგეგმილი და შედეგების
ჩაშლას ისახავდა მიზნად, რადგან, მისი თქმით, ამ უბანზე ის
ლიდერობს.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის თანამშრომლები.
#90-ე უბანზე გიგი წერეთლის კონკურენტი "ქართული ოცნების" კანდიდატი
კობა ნარჩემაშვილია.
მასალის გამოყენების პირობები