ქუთაისში, #22-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე, ფატიმა
მესხი "პატრიოტთა ალიანისის" დამკვირვებელს, საარჩევნო უბანზე
ხმის მიცემის პროცესში ხელის შეშლაში ადანაშაულებს.
როგორც კომისიის თავმჯდომარე ამბობს, ქალბატონი დილის საათებიდან იყო
მომართული რაიმე ნაკლი მოეძებნა საარჩევნო პროცესის
მიმდინარეობაში.
შემდეგ კი "პატრიოტთა ალიანსის" დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.
"შესვენებაზე ვიყავით გასული მოერე ოთახში, სადაც შემოგვივარდა
"პატრიოტების" დამკვირევებელი, რომელმაც გვითხრა რომ
გამოვსულიყავი. რომლის შემდეგ, თავისივე პარტიის წარმოამდგენელს
დაურეკა. მასთან ერთად საჩივარი დაწერა და უბანი დატოვა", - ამბობს
ფატიმა მესხი.
მისი განმარტებით, ამ დროისათვის #22-ე საარჩევნო უბანში სხვა
საჩივარი ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა.
მასალის გამოყენების პირობები