ქუთაისი #59 საოლქო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის 17
საათიან მონაცემებს ავრცელებს.
კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ამ
დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 55 117–მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც
საერთო რაოდენობის 34,08% შეადგენს.
"ამომრჩეველთა კარგი აქტივობა იყო, თუმცა 3 საათიდან ოდნავ შენელდა.
იმედი მაქვს 8 საათისთვის მოიმატებს აქტივობა," – განმარტავს ავთანდილ
ოსეფაიშვილი.
მისივე თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს 15 საათისთვის
ამომრჩეველთა აქტივობა 76%–ს შეადგენდა.
რაც შეეხება საჩივრებს, ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის ინფორმაციით, მათი რაოდენობა ამ დროისთვის 24–მდე
გაიზარდა და ძირითადად, პროცედურული საკითხების დარღვევებს
შეეხება.
მასალის გამოყენების პირობები