ავარიის დროს დაშავებულ BMW-ს მძღოლს ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში
ხელის ამპუტაცია დასჭირდა.
იგი "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, დიმიტრი მხეიძის
სიმამრია.
როგორც კლინიკურ საავადმყოფოში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, მამუკა
ფრუიძე ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი
მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
BMW–ს მარკის ავტომობილი, რომელსაც მამუკა ფრუიძე მართავდა,
ავარიაში ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩაზე,
მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს დილის საათებში მოხვდა.
ავტოსაზგაო შემთხვევის თვითმხილველები აცხადებდნენ, მას ორივე ფეხი
დაუზიანდა, ხოლო ხელი მოწყვეტილი ჰქონდა.
ადგილზე მყოფები ავარიის გამომწვევ მიზეზად ძაღლს ასახელებენ. მათი
თქმით, ძაღლი ავტომობილს მოძრაობის დროს საბურავებში შეუხტა, რა
დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის ცნობით, საქმეზე
გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის I ნაწილით
მიმდინარეობს, რაც მძღოლის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს , რამაც ჯანმრთელობის
ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები