ქუთაისი #59 საოლქო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის 15
საათიან მონაცემებს ავრცელებს.
კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ამ
დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 46 588–მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც
საერთო რაოდენობის 28,81% შეადგენს.
ოსეფაიშვილის განმარტებით, 2012 წლის არჩევნებში 15 საათისთვის
ამომრჩეველთა აქტივობა 65 000 შეადგენდა.
"აქტივობა ისევ მაღალია, ისევ რიგებია ზოგიერთ უბნებზე," – აცხადებს
ავთანდილ ოსეფაიშვილი.
მისივე განცხადებით, ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში 12
საჩივარია შესული, რომლებიც პროცედურული საკითხების დარღვევას
შეეხება.
რაც შეეხება #79 და #117 საუბნო საარჩევნო კომისიებში გადასატანი
ყუთების ბათილობის საკითხს, ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის განცხადებით, შესაძლებელია, ისინი გაუმქდეს.
"ალბათ, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მათი გაუქმების შესახებ,
რადგან დარღვეულია ის პროცედურა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო
გადასატანი ყუთის გადატანის დროს. ამის შესახებ კომისია
გადაწყვეტილებას ხმის მიცემის პროცედურების დასრულების შემდეგ
მიიღებს," – განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.
ქუთაისში სულ 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 129 საარჩევნო
უბანია. მათ შორისაა #59-ე ოლქისთვის შეერთებული თერჯოლის
მუნიციპალიტეტის სამი სოფელი, სადაც 5 უბანი გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები