ქუთაისში #121 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე პარტია
"ქართული ოცნების" სასარგებლოდ პროპაგანდას ეწევა.
ამის შესახებ პოლიტიკური პარტია "ეროვნული ფორუმის" დამკვირვებლები
აცხადებენ.
მათი განმარტებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი საბავშვო ბაღის ეზოდან
ქუჩაში იყო გასული ცენტრალური ადმინისტრაციის ფორმით, რაც
კანონდარღვევა არის.
"ამისთანა არაფერი მინახია, როგორ არ ეშინიათ დაჯარიმების ან უბნის
გაუქმების. უბანში შესულ მოქალაქეებს კომისიის თავმჯდომარე ეუბნება,
რომ საკუთარი არჩევანი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გააკეთონ,"-
აცხადებენ პარტია "ეროვნული ფორუმის" დამკვირვებლები.
#121 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე კი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში
აცხადებს, რომ მას საბავშვო ბაღის ეზო არ დაუტოვებია.
"სიგარეტის მოსაწევად გავედი ეზოში და არა ქუჩაში. ეს რა ბრალდებაა,
პირველად თქვენგან მესმის. ეზოში იყო ვიღაც პიროვნება გია ჟორჟოლიანი,
რომელიც "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყო და ეწეოდა
პროპაგანდას," – აცხადებს ედიშერ მიქაბერიძე.
ქუთაისის #121 საარჩევნო უბანზე 1 167 ამომრჩეველია
რეგისტრირებული.
ქუთაისში სულ 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 128
საარჩევნო უბანია. მათ შორისაა #59-ე ოლქისთვის შეერთებული თერჯოლის
მუნიციპალიტეტის სამი სოფელი, სადაც 5 უბანი გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები