ქუთასის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საარჩევნო პროცესი მშვიდ
გარემოში მიმდინარეობს.
ამის თაობაზე როგორც კომისიის თავმჯდომარე, ასევე დამკვირვებლები
საუბრობენ.
"არჩევნებში მსჯავრდებულებიც და ადმინისტრაციის თანამშრომლებიც
აქტიურად მონაწილეობენ," - ამბობს უბნის კომისიის თავმჯდომარე ზურაბ
სოხაძე.
მისივე თქმით არჩევნებში მონაწილეობა ციხის ადმინისტრაციის ორმა
თანამშრომელმა და ორმა პატიმარმა ვერ მიიღო.
"ერთი სიაში არ იყო, ერთის პირადი ნომერი არ დაემთხვა, ერთის ფოტო და
ერთის დაბადების თარიღი. სხვა მხრივ, არჩევნები მშვიდ გარემოში
მიმდინარეობს,"- აცხადებს სოხაძე.
"რესპუბლიკური პარტიის" დამკვირვებელი ნოდარ გაგოშიძეს თქმით,
სპეციალურ უბანზე არჩევნები მშვიდ გარემოში ტარდება.
ქუთაისის N2 საჯელაღსრულების დეპარტმანეტში განთავსებულ #127
სპეციალურ საარჩევნო უბანზე 13:15 საათის მონაცემებით არჩევანებში
მონაწილეობა 150-მა ამომრჩეველმა მიიღო.
სპეციალურ საარჩევნო უბანზე 429 პატიმარი და ადმინისტრაციის
თანამშრომელია რეგისტრირებული, მათ გარდა რეგისტრირებულია საარჩევნო
კომისიის 11 წევრი.
მასალის გამოყენების პირობები