ქუთაისის #91–ე საარჩევნო უბანზე ამორჩეველთა აქტივობა მაღალია.
უბნის თავმჯდომარის, მაკა უჩაძის განცხადებით მოქალაქეები ხმის
მისაცემად რიგში დგანან.
"ერთ ამომრჩეველს სურდა ხმის მიცემის პროცედურა მართვის მოწმობით
გაევლო, თუმცა მას განემარტა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ
პირადობის მოწმობითაა შესაძლებელი, რის შედეგადაც ინციდენტი
აღმოიფხვრა," – აცხადებს მაკა უჩაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში.
ქუთაისის #91–ე საარჩევნო უბანი სულხან საბას დასახლებაშია გახსნილი,
სადაც 1 244 ამომრჩეველი ფიქსირდება.
ქუთაისი #59 საოლქო საარჩვენო კომისიი მონაცემებით, 10 საათისთვის
არჩვენებში მონაწწილეობა 12 287 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო
რაოდენობის 7,6 % შეადგენს.
ქუთაისში სულ 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 129 საარჩევნო
უბანია. მათ შორისაა #59-ე ოლქისთვის შეერთებული თერჯოლის
მუნიციპალიტეტის სამი სოფელი, სადაც 5 უბანი გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები