ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი
ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს დილის საათებში მოხდა.
დაშავებულია BMW მარკის ავტომობილის მძღოლი და მგზავრი, რომლებიც
სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტომობილის მძღოლს ორივე
ფეხი და ხელი დაუზიანდა. მათივე თქმით, სასწრაფო
დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე ნახევარი საათის დაგვიანებით
მოვიდა.
თვითმხილველები ავარიის გამომწვევ მიზეზად ძაღლს ასახელებენ. როგორც
ისინი ყვებიან, ძაღლი ავტომობილს მოძრაობის დროს საბურავებში შეუხტა,
რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის ცნობით, საქმეზე
გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის I ნაწილით
მიმდინარეობს, რაც მძღოლის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს , რამაც ჯანმრთელობის
ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები