ქუთაისის #28-ე საარჩევნო უბანზე ერთით მეტი სარეგეტრაციო ბეჭედი
მიიღეს.
როგორც საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე, ელეგუჯა სულაქველიძე
განმარტავს, ზედმეტი ბეჭედი ამ დროისთვის დალუქულია და მას საღამოს
#59-ე საოლქო საარჩევნო კომისიას დაუბრუნებენ.
"სულ გვჭირდებოდა ოთხი სარეგისტრაციო ბეჭედი და ერთით მეტი მოგვივიდა.
დავლლუქეთ და საღამოს ოლქს ჩავაბარებთ. სხვა მეტი არანაირი ხარვეზი არ
არის. ამომრჩევლები დილიდანვე აქტიურად მოდიან", - ამბობს კომისიის
თავმჯდომარე.
ქუთაისის #28-ე საარჩევნო უბანზე 1 294 ამომრჩეველია
რეგისტრირებული.
ქუთაისში სულ 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული და სამივე
მაჟორიტარულ ოლქში 129 საარჩევნო უბანია. მათ შორისაა #59-ე ოლქისთვის
შეერთებული თერჯოლის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი, სადაც 5 უბანი
გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები